საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ის ქვეყნებია, რომლებმაც რეგიონში ყველაზე დიდი პროგრესი აჩვენეს, - ამის შესახებ, ჟურნალისტებთან საუბრისას მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, დევიდ კრამერმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე დიდ საფრთხეს და გამოწვევას რუსეთი წარმოადგენს, რომელსაც არ სურს მისი მეზობლები ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს დაუახლოვდნენ.
"ყველაზე დიდ საფრთხეს და გამოწვევას რუსეთი წარმოადგენს, რომელსაც არ სურს მისი მეზობლები ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს დაუახლოვდნენ. საქართველოს, უკრაინა და მოლდოვა ის ქვეყნებია, რომლებმაც რეგიონში ყველაზე დიდი პროგრესი აჩვენეს, საქართველომ დემოკრატიული გზა უნდა განაგრძოს. ჩვენ რუსეთს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სახით დეფაქტო ვეტო არ უნდა დავუტოვოთ,"- განაცხადა "ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ კრამერმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი" მიმდინარეობს კონფერენციას ქართველი, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური ლიდერები, ექსპერტები და მკვლევარები ესწრებიან.