“ევროკავშირი იცვლება და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროკავშირისთვისაც,“ - განაცახდა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ყოფილმა ევროკომისარმა შტეფან ფულემ, რომელიც თბილისში კონფენრეციას “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი” ეწრება.
მისი თქმით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს მიგრანტების ამჟამინდელი კრიზისი არ გაართულებს.
„საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს მიგრანტების ამჟამინდელი კრიზისი არ გაართულებს. ვთვლი, რომ პროცესი ჩვენი მხრიდან არ უნდა შეფერხდეს იმის ხარჯზე, რომ ჰუმანიტარული კრიზისის გამკლავებას ვცდილობთ. ამან გავლენა არ უნდა იქონიოს იმ არაჩვეულებრივ სამუშაოზე, რაც საქართველომ გასწია,“ - განაცახდა შტეფან ფულემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში კონფენრეცია “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი” მიმდინარეობს, როემლსაც მთვარობის წევრები და ასევე ქართველი, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური ლიდერები, ექსპერტები და მკვლევარები ესწრებიან.