ბუქარესტის მერი სორინ ოპრესკუ კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს. პოლიციამ ის სახლში დააკავა.
რუმინეთის დედაქალაქის მერს ბრალად მსხვილი კომპანიების მფარველობა ედება, რის სანაცვლოდაც მათგან სოლიდურ თანხებს იღებდა.
დაკავებული ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.