იაცენიუკსა და სააკაშვილს შორის არანაირი პირადი დაპირისპირება არ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
“სააკაშვილის უკმაყოფილება დაკავშირებულია რეფორმების სიღრმესა და ტემპებთან. უკმაყოფილებას ამის გამო არამხოლოდ ოდესის გუბერნატორი, არამედ უკრაინელი ხალხიც გამოთქვამს. უკმაყოფილების გრძნობა გვაქვს ყველას, მათ შორის მეც და დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრსაც. ამიტომ, არანაირი პირადი დაპირისპირება არ არსებობს. ვითარების გამოსწორების სურვილი სააკაშვილსაც აქვს და იაცენიუკსაც,”-აღნიშნა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, უკრაინული მე-5 არხის ეთერში, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრემიერი ოლიგარქების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.