კიშინევში საპროტესტო აქცია გრძელდება. ამ დროისათვის ქალაქის მოედანზე ასამდე აქტივისტი რჩება. მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები მოლდოვის დედაქალაქში გუშინ დაიწყო. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ. პოლიციამ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგორი პეტრენკო და მისი ორი თანაპარტიელი დააპატიმრა.