იტალიის საფეხბურთო კლუბ მილანის მწვრთნელმა კლუბის ერთ-ერთი ლიდერი მარიო ბალოტელი დიტაზე დასვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფორვარდმა წონაში საგრძნობლად მოიმატა.
“მარიო კარგად ვარჯიშობს, მაგრამ კიდევ სამი კილოგრამი უნდა დაიკლოს. ამისთვის ის მკაცრ დიეტას იცავს და მოედანზე მხოლოდ მას შემდეგ გავა, რაც სასურველ ფორმაში ჩადგება,”-აღნიშნა სინიჩა მიხაილოვიჩმა. მილანმა ბალოტელი ლივერპულიდან აგვისტოს ბოლოს იჯარით წაიყვანა.