გაუძელით ძმებო! - ამ შინაარსის პლაკატები ბელარუსმა ფეხბურთის ქომაგებმა ლვოვის სტადიონზე გამოფინეს, სადაც უკრაინისა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა შედგა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა, რასაც სტუმარტა გულშემატკივრები არ გაუნაწყენებით. მთელი მატჩის განმავლობაში ისნი პროუკრაინულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ცნობილია ისიც, რომ ბელარუსი სტუმრები დონბასში დაჭრილი უკრაინელი სამხედროებისთვის სისხლს გაიღებენ. შეხვედრას ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.