გერმანიამ და ავსტრიამ დამატებით ათასი მიგრანტი მიიღო. საზღვარზე ლტოლვილებს მოხალისეები დახვდნენ, რომლებმაც მიგრანტები სასმელი წლით, პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით მოამარაგეს. მიუნჰენში 450-მდე ლტოლვილი დროებით თავშესაფრებში უკვე დააბინავეს. როგორც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, გერმანიის მთავრობა მიგრანტთა ნაკადის მიღებას შეძლებს და ამასთან, არც ქვეყნის ბიუჯეტს დააზარალებს.