სირიაში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ისლამური სახელმწიფო ქალაქ მარეაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. შეტაკებებს ბოლო 2 დღის განმავლობაში 47 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 27 ისლამური სახელმწიფოს მებრძოლია. ქალაქი მარეა თურქეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. სწორედ ამ ქალაქში გამოიყენეს ჯიჰადისტებმა ივლისში ქიმიური იარაღი.