ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ აგორებული სკანდალი ახალ მასშტაბებს იძენს. როგორც ირკვევა, ყოფილი სახელმწიფო მდივანი პირადი ფოსტით საერგებლობისთვის ფულს თვითონ იხდიდა. როგორც კლინტონმა განაცხადა, ის აი-ტი სპეციალისტს, ბრაიან პაგლიანოს ტექნიკური მომსახურებისთვის ფულს პირადი სახსრებიდან ურიცხავდა. სკანდალი დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ მას შემდეგ აგორდა, რაც დადგინდა, რომ საქმიანი მიმოწერისთვის ყოფილი სახელმწიფო მდივანი პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა. ეს კი ამერიკული კანონმდებლობით აკრძალულია. ამის შემდეგ გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა მისი 4 ათასამდე წერილი გაასაჯაროვა.