ლუკაშენკოს მეხუთე ვადით პრეზიდენტობა სურს. განაცხადი საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე შეიტანა. ბელარუსის კანონმდებლობით, საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის 100 ათასი ხელმოწერაა საჭირო. ლუკაშენკოს შტაბმა კი მილიონ 700 ათასი ხელმოწერა წარმოადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს კონკურენციას ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი სერგეი გაიდუკევიჩი, სამოქალაქო კამპანია “ილაპარაკე სიმართლის” აქტივისტი ტატიანა კოროტკევიჩი და ეკონომისტი ვიქტორ ტერეშენკო გაუწევენ.