არაბული კოალიცია იემენზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს. გაერთიანებული ემირატების ავიაციამ ხუსიტ ამბოხებულთა პოზიციები დაბომბა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა კოალიციის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 45 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ამის გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.