ბრიტანელებს ევროკავშირში ყოფნა არ სურთ. სოციოლოგიური გამოკითხვა გაერთიანებულ სამეფოში კომპანია სარვეიშენმა ჩაატარა. გამოკითხულთა 51 პროცენტმა მხარი ევროკავშირიდან გამოყოფას დაუჭირა, ერთიან ევროპაში დარჩენა კი რესპოდენტთა 49 პროცენტმა ისურვა. ანალოგიური გამოკითხვა ბრიტანეთში ივლისშიც ჩატარდა. 2 თვის წინ ევროკავშირიდან გამოსვლა გამოკითხულთა მხოლოდ 46 პროცენტს სურდა.