გერმანიის კანცლერის რეიტინგი დაეცა. ბოლო გამოკითხვებით, ანგელა მერკელის პოლიტიკას მხარეს ელექტორატის 63 პროცენტი უჭერს, რაც ბოლო 3 წლის მინიმუმად შეიძლება ჩაითვალოს.
ყველაზე პოპულარული მაღალჩინოსანი გერმანიაში დღეისათვის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერია (72%), მეორე პოზიციას კი 69 პროცენტით ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე იკავებს.