ბრიტანეთი დამატებით ათას მიგრანტს მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმა დევიდ ქემერონმა განაცხადა.
„ჩვენ უკვე მივიღეთ 5 ათასამდე სირიელი ლტოლვილი. მზად ვართ, დამატებით კიდევ ათასი მიგრანტი შევიფაროთ. ბრიტანეთს აქვს მორალური ვალდებულება, ლტოლვილებს დაეხმაროს, რასაც მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ,“-აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.