მასობრივი არეულობები საბერძნეთში. 200-მდე მიგრანტმა კუნძულ ლესბოსზე გემში შეჭრა სცადა, რომელიც საბერძნეთის სახმელეთო ნაწილის მიმართულებით მიემართებოდა.
პოლიციამ მიგრანტებს გზა გადაუღობა, რასაც სამართალდამცავებსა და ლტოლვილებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციელებმა მიგრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ამ დროისათვის კუნძულ ლესბოსზე 13 ათასამდე ლტოლვილი იმყოფება.