ისლამური სახელმწიფოს ლიდერი სირიის ქალაქ ჰომსის მოსახლეობას სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდება. შესაბამის განკარგულებას ხელი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ უკვე მოაწერა.
მისივე განკარგულებით, ქრისტიანებს ქრისტიანული ატრიბუტიკის, ჯვრებისა და ლიტერატურის დემონსტრირება ეკრძალებათ. მათ ისე უნდა ილოცონ, რომ ახლოს მყოფმა მუსლიმანები ლოცვის ხმამ არ შეაწუხოს.
გარდა ამისა, ქრისტიანები ვალდებულნი არიან ისლამურ სახელმწიფოს ხარკის სახით სულზე 4 დინარი გადაუხადონ. მათ საკუთარი იარაღის ტარება, ღორის ხორცის ჭამა და ალკოჰოლის მიღებაც ეკრძალებათ.