ევროკავშირმა დამატებით 200 ათასამდე ლტოლვილი უნდა მიიღოს. ამის შესახებ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს ემაღლესი კომისარიატის განცხადებაშია ნათქვამი. უმაღლესი კომისრის, ანტონიუ გუტერეშის განმარტებით, ევროპა შექმნილ პრობლემებს ერთობლივად უნდა გაუმკლავდეს, რისთვისაც სპეციალური პროგრამა უნდა შეიმუშაოს. „ეს ადამიანები არიან კონფლიქტის ზონებიდან. ისინი სირიიდან, ავღანეთიდან თუ ერაყიდან იმის გამო გამორბიან, რომ საკუთარი ოჯახების გადარჩენა და სიცოცხლის შენარჩუნება სურთ. მათ, ვინც ევროპის ტერიტორიამდე მოღწევას ახერხებს, ხვდება ქაოსი, დამცირება, რაც ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია,“-აცხადებს გუტერეში.