უკრაინის მთავრობას ოლიგარქები აკონტროლებენ, - ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული „მეხუთე არხის“ ეთერში განაცხადა.
„საკითხავია, ვის ინტერესებს ემსახურება იაცენიუკი, როდესაც სახელმწიფო ავიასამსახურის ხელმძღვანელის, ანტონიუკის საქმის შესწავლაზე უარს ამბობს, მილიონობით მგზავრის თუ კოლომოისკის? გუშინ მან მიიღო გადაწყვეტილება კოლომოისკის სასარგებლოდ, მანამდე კი ახმეტოვისა და სხვა ოლიგარქების სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებებს. უკრაინის მთავრობას რეალურად ოლიგარქთა ინტერესები აკონტროლებს,“-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.