საქართველოს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სასჯელაღსრულების მინისტრს, კახი კახიშვილს ხუმრობით მიმართა და შინაპატიმრობისთვის სამაჯურების შესაძენად „დავალება მისცა“.
კახიშვილმა ხდომაზე განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო შინა პატიმრობისთვის სამაჯურების პროგრამაზე მუშაობს.
"გთხოვთ, რომ უფლება მოგვცეთ, შევიძინოთ 200 ერთეული შინა პატიმრობისთვის სამაჯური შესაბამისი სერვერებით მომსახურებით, ეს ჯდება 520 ათასი ამერიკული დოლარი. ჩვენ პირველ ეტაპზე ამას არასრულწლოვნებისთვის დავიწყებთ და შემდგომში უკვე ყველაზე ძვირადღირებული არის სერვერი და მომსახურება. როგორც კი ამ სერვერს ვყიდულობთ შემდეგ გადავალთ შინა პატიმრობის უზრუნველსაყოფად სხვებისთვისაც,"-განაცხადა კახა კახიშვილმა, რაზეც პრემიერმა უპასუხა - „პოლიტიკოსებისთვის“.
შემდეგ, ღარიბაშვილმა ასევე ხუმრობით გააგრძელა: - წინასწარ შეუკვეთეთ მინისტრებისთვის.