პეჩორის რაიონულმა სასამართლომ 18 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. ისინი 31 მარტის მოვლენების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილნი. დაკავებულთაგან 16-ს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიესაჯა. მანამდე კიევში ხელყუმბარის სროლაში ეჭვმიტანილი ბატალიონ „სიჩის“ მებრძოლი იგორ გუმენიუკი დააპატიმრეს. მასობრივი არეულობები უმაღლეს რადასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი. დემონსტრანტთა ჯგუფიდან სამართალდამცავებს საბრძოლო ხელყუმბარა ესროლეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა.