ნიდერლანდენის თავდაცვის სამინისტრო ეჭვობს, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების სერჟანტი რადიკალურ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხარეს გადავიდა. 26 წლის დეზერტირის ვინაობას უწყება ჯერჯერობით არ ასახელებს. ოფიციალური მონაცემებით, ჯიჰადისტთა მხარეს დღეისათვის ჰოლანდიის 180-მდე მოქალაქე იბრძვის.