ჯოზეფ ბაიდენი დარწმუნებული არ არის, რომ წინასაარჩევნო კამპანიას გაუძლებს. ამის შესახებ აშშ ვიცეპრეზიდენტმა ატლანტაში გამოსვლისას განაცხადა.
„თუ არ ვიქნები იმ კონდინციაში, რომ მთელი გული და სული ამ საქმეს მივუძღვნა, მაშინ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს,“-აღნიშნა 72 წლის პოლიტიკოსმა, რომელსაც მომავალ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა ჯერ არ დაუყენებია.