გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მიგრანტთა კრიზისის მოგვარების გეგმა შეიმუშავეს. ამის შესახებ ელისეის სასახლე იტყობინება. „ეს ადამიანები, ქალები და კაცები თავიანთი ოჯახებით გამორბიან ევროპაში იმისათვის, რომ ომისა და მისი შედეგებისგან თავი გადაირჩინონ. მათ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყურადღება და დაცვა ესაჭიროებათ. და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ამას გვავალდებულებს ჟენევის კონვენცია. ევროპამ უნდა გადაარჩინოს ადამიანები, რომელთათვისას უკანასკნელი იმედი ევროპაა,“-ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.