ბუდაპეშტი ლტოლვილთა ნაკადის მომრავლებაზე პასუხისმგებლობას გერმანიას აკისრებს. საგანგებო განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკეთა. მისივე თქმით, შექმნილი ვითარება გერმანიის პრობლემაა და არა ევროკავშირის სხვა ქვეყნების. „ეს არ არის ევროპული პრობლემა. ეს გერმანული პრობლემაა. არავის სურს დარჩენა უნგრეთში, პოლონეთში, ესტონეთში. ყველას სურს გერმანიაში გადასვლა. ჩვენ კი მხოლოდ მათ რეგისტრაციას ვახდენთ. უნგრეთი თავის საზღვრებს ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს, რისთვისაც ფიზიკური ბარიერები შევქმენით. რაც შეეხება ევროკავშირს, ევროპელი ლიდერები ლტოლვილთა პრობლემას უფრო სერიოზულად უნდა მიუდგნენ და აღარ უნდა მისცენ დევნილებს იმის იმედი, რომ ევროპაში მათ უკეთესი ცხოვრება ელით. მათ ყველამ ერთად უნდა უთხრან მიგრანტებს „არ ჩამოხვიდეთ!“-აღნიშნა ორბანმა.