პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფის გამო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურს საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ. ამ მიზნით, ინტერნეტსივრცეში უკვე გამოჩდა პეტიციის ფორმა, რომლსაც მოქალაქეები ხელს აწერენ.
"მივიჩნევთ, რომ პარლამენტის წევრის მიერ პრეზიდენტის მსგავსი შეფასება წარმოადგენს პრეზიდენტის, როგორ ინსტიტუტის შეურაცხყოფას, ატარებს უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს და არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის დამოკიდებულების პრინციპებს. თავის გამოსვლით თამაზ მეჭიაურმა ასევე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კონტექსტი მიანიჭა არასამთავრობო სექტორის წევრობას და კონკრეტულ არასამათავრობო ორგანიზაციას, რაც ასევე მიუღებელი და აღმაშფოთებელია. მოვითხოვთ, რომ თამაზ მეჭიაურმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე პარლამენტის წევრისათვის შეუფერებელი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისათვის შეურაცხმყოფელი პოზიციის გამო,"- ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის 421-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარალამენტში ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა პრეზიდენტის მიმართ განცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილს დავადანაშაულებ იმაში, რომ მან ერთ "ენჯეო-ელ სოროსელს", რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ის ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც ნერევებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც".