მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ამერიკის ღია პირველობის მესამე ტურში გავიდა. სერენა უილიამსმა დაძაბულ ბრძოლაში ჰოლანდიელი კიკი ნერტენსი დაამარცხა.
შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა და ამერიკელის გამარჯვებით, 7:6 (7:5), 6:3 დასრულდა. მესამე ტურში უილიამსი თანამემამულე ბეთანი მატეკ-სანდსს დაუპირისპირდება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 42,3 მილიონ დოლარს შეადგენს.