გვატემალის პრეზიდენტი ოტო პერესი პოსტიდან გადადგა. ამის მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა. მანამდე პროკურატურამ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. პერესს კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას სდებენ ბრალად, რამაც სახელმწიფო მილიონობით დოლარით აზარალა. თავად პერესი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.