მორიგი ტერორისტული აქტი იემენში. დედაქალაქ სანაში დანაღმული მანქანები შიიტურ მეჩეთთან აფეთქდა. ტერაქტს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. მეჩეთი ქალაქის იმ რაიონში მდებარეობს, რომლის მოსახლეობაც შიიტ ამბოხებულებს უჭერს მხარს. ხუსიტებმა ერთი წლის წინ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს.