საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისში მიმდინარე ,,ამბასადორიალზე” საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ისაუბრებს. როგორც ჟურნალისტებთან ნანუაშვილმა განაცხადა, ის თავის გამოსვლაში ასევე ყურადღებას გაამახვილებს მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესებზე.
„ყურადღებას გავამახვილებ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, ისევე როგორც მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესებზე. ცალკე საკითხია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ქვეყანაში არსებული გამოწვევები, შრომის ინსპექციასთან არსებულ პრობლემები, ვისაურებ საჯარო სექტორში მომხდარ გათავისუფლებაზე, რომელიც გასულ წელს გახდა განსაკუთრებით აქტუალური და ეს პრობლემა საზოგადოების წინაშე კვლავ დგას," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა რაც თბილისში "ამბასადორიალი" - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა გრძელდება. ,,ამბასადორიალზე" რეგიონულ უსაფრთხოებასა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მსჯელობენ.