პარლამენტში დღეს სებ-ის შესახებ კანონპროეტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდებიან. გუშინ პრერზიდენტის შენიშვნების განხილვა დებატების ფორმატში 21:00 საათამდე გაგრძელდა, თუმცა კენჭისყრა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საკითხი კენჭისყრაზე დღეს გავა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პრეზიდენტის შენიშვნებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით არ იზიარებენ და ვეტოს დაძლევისთვის ემზადებიწან. უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიცია უჭერს მხარს.
სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებს.