იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პლანეტაზე ხეების რაოდენობა დათვალეს. მათი მტკიცებით, დედამიწაზე 3 ტრილიონზე მეტი ხეა. მცენარეების უმრავლესობა ტროპიკებში ხარობს. ბოლო სტატისტიკით, პლანეტაზე ყოველწლიურად საშუალოდ 15 მილიარდი ხე იჭრება, მათ ნაცვლად კი მხოლოდ 5 მილიარდი ახალი მცენარე ირგვება. შესაბამისად, ხეების რაოდენობა პლანეტაზე ყოველწლიურად 10 მილიარდით მცირდება.