ავსტრალიის ჩემპიონი ცხვრების კრეჭაში იენ ელკინი უჩვეულო გარეგნობის ცხვარს გაკრეჭს.
ცხვარი რამდენიმე კვირის წინ კანბერის სიახლოვეს აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ცხოველი რამდენიმე წლის წინ ფარას ჩამორჩა და დაიკარგა. მას შემდეგ ის არავის გაუკრიჭავს, რის გამოც მატყლი კატასტროფულად გაეზარდა.
ცხოველთა დაცვის ასოციაციის განცხადებით, ცხვარი დაუყოვნებლივ უნდა გაიკრიჭოს, რადგანაც მას შესაძლოა სხვადასხვა დაავადებები განუვითარდეს.