საუდის არაბეთმა იემენში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად იასინმა განაცხადა. მისივე თქმით, იემენის ტერიტორიაზე უკვე შეყვანილია საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული ემირატების ჯარები. სამხედრო ოპერაცია არაბულმა კოალიციამ იემენში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხუსიტმა ამბოხებულებმა სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს, თუმცა დღემდე კოალიცია ხუსიტთა პოზიციებზე მხოლოდ საჰაერო იერიშებს ახორციელებდა.