ბარსელონას უკრაინელი ფორვარდის შეძენა სურს. როგორც გამოცემა Sport.es იტყობინება, კატალონიური კლუბის მაისურს კიევის დინამოს თავდამსხმელ ანდრეი იარმოლენკო სავარაუდოდ იანვრიდან მოირგებს.
იარმოლენკომ ერთი თვის წინ ლონდონის არსენალში გადასვლაზე უარი თქვა. მისით ინგლისური ევერტონიც იყო დაინტერესებული. სატრანსფერო თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენდა, მაგრამ ფორვარდმა ევერტონსაც უარი უთხრა.
25 წლის თავდამსხმელი დინამოს შემადგენლობაში უკვე მე-7 წელია, გამოდის. უკრაინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი მან 49 მატჩი ითამაშა და 14 გოლი გაიტანა.