ესტონეთის პრეზიდენტი შეუძლოდაა. გამოცემა Maaleht-ის ინფორმაციით, ტოომას ჰენდრიკ ილვესს შხამიანმა ტკიპამ უკბინა.
ინციდენტი ტყეში მოხდა, როდესაც ილვესი სოკოებს აგროვებდა. ექიმებმა მას ლაიმის დიაგნოზი დაუდგინეს.
მანამდე, 2011 წელს ანალოგიური დიაგნოზი ესტონეთის ყოფილ პირველ ლედის, ეველინ ილვესს დაუსვეს. ილვესის ყოფილი მეუღლე ტკიპებმა ასევე ტყეში დაკბინეს.