ძლიერი ხანძარი პარიზში. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა ცეცხლმა ასობით კვადრატი ფართობი გაანადგურა. ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. ცეცხლის ლოკალიზება 100-მდე მეხანძრემ გაჭირვებით შეძლო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.