ერაყში თურქეთის 16 მოქალაქე გაუჩინარდა. თურქი მუშები ბაღდადის ერთ-ერთი რაიონიდან სამხედრო ფორმაში გადაცმულმა რადიკალებმა გაიტაცეს. ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულები. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.