ხვალ, 4 მაისს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, საქართველოში სომხური კულტურის დღეების ფარგლებში, ქორეოგრაფ სვეტლანა ერიციანის ღირსების ორდენით დაჯილდობის ცერემონიალი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ღირსების ორდენს სომეხ ქორეოგრაფს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა გადასცემს.
ამასთან, საქართველოში სომხური კულტურის სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სომხეთის ახალგაზრდული სახელმწიფო ორკესტრი და ალ. სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის ნაციონალური აკადემიური თეატრის საბალეტო დასის.