ვაშინგტონის მიერ მოსკოვისთვის სანქციების გამკაცრებას რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. „აშშ-ს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მისი ქმედებები უპასუხოდ დარჩება. საპასუხო ზომები აუცილებლად იქნება მიღებული, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფიდად აისახება,“-ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა ე.წ. „შავ სიას“ რამდენიმე რუსული კომპანიით გაზრდის.