მორიგი ტერორისტული აქტი სირიაში. ძლიერი აფეთქების ხმა ცოტა ხნის წინ ლატაკიის პროვინციაში გაისმა. ქალაქის ცენტრალურ რაიონში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც 1პ ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ლატაკიას ამ დრომდე ალავიტები აკონტროლებენ, რომლებიც მხარს მოქმედ პრეზიდენტს, ბაშარ ასადს უჭერენ.