თავისუფალი მსოფლიოს ხალხები რუსეთის აგრესიის წიააღმდეგ უნდა გაერთიანდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.“რუსეთის ფედერაცია ცინიკურად არღვევს სართაშორისო ნორმებს. მან მოახდინა ყირიმის ანექსია, დაიწყო სამხედრო კონფლიქტი დონბასში, რითაც ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოება დაარღვია. დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წლის შემდეგ, მილიონობით დაღუპული ადამიანის ხსოვნის დღეს ჩვენ მივმართავთ თავისუფალი მსოფლიოს ერებს, ერთიანი ფრონტით აღვუდგეთ წინ რუსულ აგრესიას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს,“-აღნიშნა პოროშენკომ.