ნორვეგია უკრაინას 200 მილიონ კრონს (24 მილიონი დოლარი) გამოუყოფს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერგე ბრენდემ განაცხადა. მისივე თქმით, სოლიდური თანხა ქვეყანაში რეფორმების გატარებას მოხმარდება. „ნორვეგიისთვის მნიშვნელოვანია უკრაინამ რეფორმების კურსი გააგრძელოს. კიევმა უნდა დაამტკიცოს, რომ მზად არის ცუდ მმართველობასა და კორუფციასთან საბრძოლველად, რაც თავის დროზე რევოლუციის მიზეზი გახდა. უკრაინამ უნდა დაგვანახოს, რომ წარმატებებს ნამდვილად აღწევს,“-აღნიშნა ბრენდემ.