რუბლის გაუფასურების მიზეზებს რუსეთის პრეზიდენტი ბავშვებს უხსნის. სოჭში საგანმანათლებლო ცენტრ სირუსში სტუმრობისას პუტინმა 11 წლის დენისის შეკითხვას უპასუხა.
კითხვაზე, თუ რატომ ეცემა რუბლის კურსი და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთის ეკონომიკა ცუდ დღეშია, კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ „დოლარებში რუსული ექსპორტი უფასურდება, რაც დაუშვებელია.
„რუბლის კურსის შეჩერება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ თუ ამას არასაბაზრო მეთოდებით გავაკეთებთ, ოქროს სავალუტო რეზერვი ამოგვეწურება. ეს რომ არ მოხდეს, ეროვნულმა ბანკმა კურსი ცოტათი უნდა დასცეს, რასაც აკეთებს კიდეც. როგორმე ისე უნდა გავაკეთოთ, რომ რუბლი ასე პირდაპირ ნავთობის ფასზე აღარ იყოს დამოკიდებული,“-აღნიშნა პუტინმა.