კიევში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ. დედაქალაქის ცენტრში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.
პატრულირება განსაკუთრებით ევროპის, დიდებისა და ბასარაბის მოედნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასა და სპორტის სასახლესთან გაძლიერდა. უკრაინის დედაქალაქის უსაფრთხოებას ამ დროისათვის დამატებით 950 გვარდიელი და ათასზე მეტი მილიციელი იცავს.
უსაფრთხოების ზომების გამკაცრება 31 მარტს უმაღლეს რადასთან მომხდარმა ინციდენტმა განაპირობა. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა გვარდიელების მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა.