საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადებიან. როგორც ჟურნალისტებთან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა პრეზიდენტის შენიშვნებში არავითარი დამაჯერებელი არგუმენტები წარმოდგენილი არ ყოფილა.
„არავითარი დამაჯერებელი არგუმენტები წარმოდგენილ შენიშვნებში არ ყოფილა, თუ რატომ არ უნდა იყოს მეტი დამოუკიდებლობით აღჭურვილი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო. ვთქვი, ეს შეიძლება წყალგამყოფი გახდეს, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს დაალაგებს და ასეც მოხდა,“ - თამაზ მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ 13:00 საათზე პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება, სადაც დეპუტატები ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეცდებიან.