ამერიკის ფედერალურმა აგენტებმა დოპინგის მწარმოებელი 16-მდე არალეგალური ლაბორატორია დახურა და 90-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა. ამოღებულია ასობით კილოგრამი და ათასობით ლიტრი ქიმიური ნივთიერებები, რომელთა საერთო ღირებულებაც 2 მილიონ დოლარს აღემატება. ოპერაციები ამერიკის 20-მდე შტატში 5 თვის განმავლობაში ტარდებოდა. როგორც წინასწარი გამოძიებით დადგინდა, დოპინგის მწარმოებელი პრეპარატებისთვის საჭირო ინგრედიენტებს ჩინეთიდან ინტერნეტის საშუალებით იწერდნენ.