ღაზას სექტორი 5 წელიწადში შესაძლოა საერთოდ გაუკაცრიელდეს. შესაბამის დასკვნას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქვეყნებს.
დასკვნის თანახმად, სამმა საბრძოლო ოპერაციამ და ისრაელის მიერ დაწესებულმა ბლოკადამ პალესტინელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა. ღაზას სექტორის მოსახლეობა სურსათის, სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის, უმუშევრობის მაჩვენებელი კი კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს.
გაეროს დასკვნით, ღაზას სექტორი გადაუდებელ საერთაშორისო დახმარებას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შესაძლოა 5 წელიწადში საერთოდ დაცარიელდეს.