გვატემალის პრეზიდენტს სასამართლო ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონგრესმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. ოტო პერესი კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი. 64 წლის ყოფილი გენერალი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და პოსტიდან გადადგომას არ აპირებს.