,,თუ ვინმე ვერ არჩევს ერთმანეთისგან ევრაზიულ კავშირს და ევრაზიის კონტინენტს, მე მგონია, ჩემი პრობლემა არ უნდა იყოს”, _განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გუშინ მის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
კვირიკაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება.
"ასევე მგონია, არავისთვის უინტერესო არ არის ის დადებითი პროცესები, რომელიც დასავლეთის ქვეყნების ირანთან მოლაპარაკებების კუთხით ხდება. მე მგონია, საქართველოსთვის უაღრესად საინტერესოა ეკონომიკურად ეს პროცესები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ეკონომიკის სამინიტროდან საგარეო უწყებაში გადაინაცვლა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც საქართველოს დასავლეთთან გააჩნია, ტრანსფორმირებული უნდა იქნას ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში.აღნიშნულმა განცხადებამ პოლიტოკოსებსა და ექსპერტულ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.